სიგმა 5 მოდელის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი

მწარმოებელი: შპს. სფოჯია, იტალია

http://www.sfoggia.com/images/catalogo/2/%7B0FDC6C86-CE97-4992-B86B-6D11A7C20B9A%7D_002.jpg

http://www.sfoggia.com/images/catalogo/2/%7B60ED2C5C-630C-46CF-8DB6-3F9D01AEC565%7D_008.jpg

http://www.sfoggia.com/images/catalogo/2/%7B72B2EC05-074A-4F26-99D5-FCA6C79BE9F9%7D_007.jpg


სიგმა 5 მოდელის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი გათვალისწინებულია, როგორც დამუშავებულ, ასევე დაუმუშავებელი ნიადაგებში თესვისათვის. (მცენარეული კულტურების ნარჩენების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ნაკრები). სათესის მტკიცე კონსტრუქცია, მოხერხებულობა და მოქნილობა ექსპლუატაციაში, აგრეთვე თესვის ყველა პარამეტრის დაცვა საშუალებას იძლევა ეს სათესი გამოვიყენოთ 10–12 კმ/სთ–ის სიჩქარით. თითოეული სათესი სექციის ორმაგი დისკური სახნისი და სპეციალური გვერდითი თვალი გარანტიას იძლევა თესლების ერთნაირ სიღრმეზე თესვის საშუალებას ნიადაგის ცვალებადი ხასიათისა და სტრუქტურის შემთხვევაშიც კი.

მოდელი იწარმოება:
- ხისტი ჩარჩოთი
- ტელესკოპური ჩარჩოთი, სიგანით 2,5 და 3,0 მ
- ჰიდროამძრავიანი დასაკეცი ჩარჩოთი

თესვის მეთოდი
თესვის პროცესს სიგმა 5 იწყებს კვალის გაფხვიერებით "V"–ს ფორმის ორი დისკის საშუალებით, რომლებიც ქმნიან თესლის კალაპოტს. ორი გვერდითი დიდი თვალი, რომლებიც დისკების მომიჯნავეა, განსაზღვრავენ კვალის სიღრმეს და აქედან გამომდინარე თესვის სიღრმეს. ამ თვლების ღერძის განლაგება თესლის ვარდნის ადგილზე საწინდარია თესვის სიღრმის ზუსტი კონტროლის. თესლის მიმწოდებელი გამტარი მომრგვალებული ფორმისაა და იმეორებს თესლის ვარდნის ტრაექტორიას. იგი განლაგებულია ორ დისკს შორის და თესლს ატარებს განცალკევების წერტილიდან თესლის კალაპოტში ჩაყრის ადგილამდე. მცირე სახნისი, დაყენებული ორი დისკის ფუძის ქვედა ნაწილში, საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ დისკების მიერ მონიშნული კვალი, რომელშიც ამის შემდეგ ჩაიყრება თესლი. თესვის პროცესი თავდება შემოყრით, რომელიც ხორციელდება უკანა თვლებით. ისინი ზუსტად მიატკეპნიან ნიადაგს კვალის გვერდებზე, რის შედეგად უზრუნველყოფენ ნიადაგთან თესლის ხელსაყრელ კონტაქტს, თავიდან იცილებენ ჰაერის ორმოებს და ქმნიან დაბრკოლებას ზედაპირული ქერქის წარმოსაქმნელად.

ორდისკიანი თესვის სისტემა სიღრმის კონტროლის გვერდითი თვლებით გაძნელებულ პირობებშიც კი ქმნის თესვის უცვლელი სიღრმის გარანტიას. პარალელოგრამის ბერკეტების მნიშვნელოვანი სიგრძე საშუალებას აძლევს სექციას განახორციელოს რხევა გადიდებული ამპლიტუდით, რაც ხელს უწყობს მას უკეთესად მიყვეს ნიადაგის პროფილს.

სიგმა 5 მოდელის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი გამოიყენება სიმინდის, სოიოს, ჭარხლის, მზესუმზირას, სორგოს, ლობიოს, მუხუდოს, ბამბის და სხვა მსგავსი თესლის მქონე კულტურებისათვის.


დაწვრილებითი აღწერა