სიგმა 5 მოდელის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი მწარმოებელი: შპს. სფოჯია, იტალია |
![]() |
|
სიგმა 5 მოდელის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი გათვალისწინებულია, როგორც დამუშავებულ, ასევე დაუმუშავებელი ნიადაგებში თესვისათვის. (მცენარეული კულტურების ნარჩენების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ნაკრები). სათესის მტკიცე კონსტრუქცია, მოხერხებულობა და მოქნილობა ექსპლუატაციაში, აგრეთვე თესვის ყველა პარამეტრის დაცვა საშუალებას იძლევა ეს სათესი გამოვიყენოთ 10–12 კმ/სთ–ის სიჩქარით. თითოეული სათესი სექციის ორმაგი დისკური სახნისი და სპეციალური გვერდითი თვალი გარანტიას იძლევა თესლების ერთნაირ სიღრმეზე თესვის საშუალებას ნიადაგის ცვალებადი ხასიათისა და სტრუქტურის შემთხვევაშიც კი. მოდელი იწარმოება: თესვის მეთოდი ორდისკიანი თესვის სისტემა სიღრმის კონტროლის გვერდითი თვლებით გაძნელებულ პირობებშიც კი ქმნის თესვის უცვლელი სიღრმის გარანტიას. პარალელოგრამის ბერკეტების მნიშვნელოვანი სიგრძე საშუალებას აძლევს სექციას განახორციელოს რხევა გადიდებული ამპლიტუდით, რაც ხელს უწყობს მას უკეთესად მიყვეს ნიადაგის პროფილს. სიგმა 5 მოდელის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი გამოიყენება სიმინდის, სოიოს, ჭარხლის, მზესუმზირას, სორგოს, ლობიოს, მუხუდოს, ბამბის და სხვა მსგავსი თესლის მქონე კულტურებისათვის. |