გამა პლუს სერიის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი

მწარმოებელი: შპს. სფოჯია, იტალია

http://www.sfoggia.com/images/catalogo/1/%7BD448A0AE-D03B-4464-B501-9BCF31C5A4C4%7D_002.jpg

გამა პლუს სერიის მოდელები ახალი კონცეპტუალური ზუსტი თესვის ანკერულ სახნისიანი პნევმატური სათესია.ეს სერია სხვა სერიის მოდელებისგან განსხვავდება მრავალფუნქციურობით და გამოყენების სიმარტივით. გამა პლუს სერიის სათესები დამზადებულია მაღალი სიმტკიცის მასალებისგან და გააჩნია განსაკუთრებული კონსტრუქცია, რაც წარმოადგენს საიმედობისა და ხანგრძლივი, უწყვეტი მუშაობის საფუძველს. სათესი უზრუნველყოფს უდიდესი სიზუსტით თესვას მაღალ სიჩქარეზეც (8–10 კმ/სთ–მდე) კი.გამა პლუს სერია შედგება

შემდეგი მოდელებისაგან:

- ხისტი ჩარჩოთი
- ტელესკოპური ჩარჩოთი 2,5 და 3,0 მ–ის სიგანით
- ჰიდროამძრავიანი დასაკეცი ჩარჩოთი

გამა პლუს სერიის სათესები გამოიყენება სიმინდის, სოიოს, ჭარხლის, მზესუმზირის, სორგოს, ლობიოს, მუხუდოს, ბამბის და მსგავსი თესლის მქონე კულტურების დასათესად.

http://www.sfoggia.com/images/catalogo/1/%7BD363D21E-542A-48D7-8A58-942A11EA53F9%7D_001.jpg

ტექნიკური მახასიათებლები
სათესი ელემენტის ბუნიკის დაშორება ნიადაგიდან 4 სმ; სპეციალური პროფილის სათესი სელექტორი; თესვის მანძილის 42 პოზიცია, ყველა მბრუნავი ნაწილი დამონტაჟებულია თვითშემზეთავ საკისრებზე, ხოლო ყველა რხევადი ნაწილი–თვითშემზეთავ მილისებზე; თესლის საერთო ხარჯი; მინიმალური რიგთაშორისი მანძილი 38 სმ; სასუქის მოცულობითი გამფრქვეველი დამონტაჟებულია პოლიქლორვინილის 220ლ –ანი ბუნკერით, შესაძლებელია აგრეთვე ფოლადის ან უჟანგავი ფოლადის 800/1000 ლ–ანი ბუნკერის დამონტაჟება; მიკროგრანულების მოცულობითი განაწილების 10/20 ლ–იანი ბუნკერი; მწკრივში მოცულობითი განაწილება სასუქისა და პესტიციდების ან გამფანტველი.


სტანდარტული აღჭურვილობა
უნივერსალური გადაბმის მქონე სიმძლავრის ასართმევი ლილვი (სიჩქარე 540 ბრ/წთ–ში); მექანიკური ავტომატური, მწკრივის მარკერი, სათესი დისკების 1 ნაკრები; თვლების შეკუმშვის არჩევანი; სანათი ხელსაწყოები ტრანსპორტირებისათვის; ექვალაიზერი შაქრის ჭარხლისათვის.

დამატებითი მოწყობილობა
მექანიკური ან ელექტრონული მრიცხველი დათესილი ფართობის (ჰექტრებში); ვაკუუმმეტრი ვაკუუმის კონტროლისათვის; მიწის გამათანაბრელი ფოცხი (4 თითი); სასუქის პნევმატური გამანაწილებელი; თესვის ელექტრონული კონტროლის მონიტორი; მწკრივის ჰიდრავლიკური მარკერი (სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის ჰიდროდასაკეცი მოდელის სათესისათვის); სიმძლავრის ასართმევი ლილვი 1000 ბრ/წთ; სიმძლავრის ასართმევი ლილვი გამფრქვევი მოწყობილობისათვის; კვალის ორმაგი ღია დისკი თესვისათვის და სასუქისათვის; ორმაგი მართვის თავისუფალი სვლის თვალი(სტანდარტული 6 მწკრივისათვის).


დაწვრილებითი აღწერა