კალიფორნიის სერიის ჩითილების სარგავი ნახევრად ავტომატური მანქანა

მწარმოებელი: შპს. სფოჯია, იტალია

http://www.sfoggia.com/images/catalogo/16/%7B4F3AD7E6-CC98-4BE7-8F7D-61A8B33AADDD%7D_007.jpg

http://www.sfoggia.com/images/catalogo/16/%7B41B50DDD-1B6E-4FEE-A5FE-02B23186606B%7D_004.jpg http://www.sfoggia.com/images/catalogo/16/%7B027CA246-54DE-493C-9C73-3375FF20EFB2%7D_011.jpg http://www.sfoggia.com/images/catalogo/16/%7B4C007777-BE42-41C5-B9CC-CF36E6F92A92%7D_010.jpg

 

Text Box:    კალიფორნიის სერიის ჩითილების სარგავი ნახევრად ავტომატური მანქანა გათვალისწინებულია ნებისმიერი ტიპის ჩითილების დასარგავად კასეტებში, რომელთა ზომაც არ უნდა აღემატებოდის: ცილინდრული, კონუსური ფორმის კასეტებისათვის 3,5 სმ–ს (დიამეტრი), პირამიდის ფორმის კასეტებისათვის  3,5 სმ–ს (წიბო)  და კუბის ფორმის კასეტებისათვის 3,0 სმ–ს (წიბო). იგი შედგება: დამოუკიდებელი სექციებისგან, დარგვის სიღრმის რეგულირებით, რომელიც ხორციელდება ორ წერტილში (ტრაქტორის წამყვან და ნიადაგის მიმტკეპნ თვლებზე), პოლიქლორვინილის 6 თეფშიანი ჩითილების გამანაწილებელი კარუსელისაგან.
კალიფორნიის სერიის ჩითილების დასარგავი მანქანა გამოდის ორი ვერსიით: სტ ვერსიით ერთი ჩარჩოთი და მინიმალური რიგთაშორისი მანძილით 40 სმ და სტდ ვერსიით ორმაგი ჩარჩოთი მინიმალური რიგთაშორისი მანძილით 25 სმ.
ისინი შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ფიქსირებული ჩარჩოთი, ხელით ან ჰიდრავლიკურად მართვადი ტელესკოპური ჩარჩოთი ან ჰიდრავლიკური დასაკეცი ჩარჩოთი.





ხელით ან ჰიდრავლიკურად მართვადი
ტელესკოპურჩარჩოიანი ჩითილების სარგავი მანქანა

 

 

 

 
ჰიდრავლიკური დასაკეც ჩარჩოიანი ჩითილების სარგავი მანქანა

კალიფორნიის სერიის ნახევრად ავტომატური მანქანა გათვალისწინებულია სალათის, პომიდორის, კომბოსტოსდა სხვა მსგავსი მცენარეთა ჩითილების დასარგავად სიღრმით 10 სმ–მდე და ჩითილებს შორის მანძილით 8–დან 80 სმ–მდე. ჩითილის მაქსიმალური სიმაღლე–35 სმ;მისი მწარმოებლურობა თითოეული სექციისათვის შეადგენს 4000–მდე მცენარეს საათში.

სერიული აღჭურვილობა
სტმ მოდელისათვის
- ხისტი ჩარჩო 150X100სმ
- ხელით ან ჰიდრავლიკურად მართვადი ტელესკოპური ჩარჩო
- ჰიდრავლიკური დასაკეცი ჩარჩო
- II კატეგორიის სამწერტილიანი მისაბმელი
- პოლიქლორვინილის 6 თეფშიანი კარუსელური ჩითილების გამანაწილებელი
- სამი კბილანური მექანიზმი ჩითილებს შორის სასურველი მანძილის დასაყენებლად
- დარგვის სიღრმის რეგულირება შემომყრელი ბორბლების საშუალებით
- დამცავი მოწყობილობა გადამცემი ლილვის თითოეული ელემენტისათვის
- ჩითილის დასარგავი სექციის მიერ გრუნტზე წარმოებული წნევის სარეგულირებელი ზამბარა
- ტრაქტორის სტანდარტული თვლები (5.00–12.550X130)

სტდმ მოდელისათვის (გარდა სტმ მოდელისათვის მითითებულისა):
- ორმაგი ხისტი ჩარჩო 2,4 მ–ის სიგანის
- ორი საყრდენი თვალი თითოეული ჩარჩოსათვის



დამატებითი მოწყობილობები (მოთხოვნით)
- მოწყობილობა რიგთაშორისი მანძილის მოსანიშნად ხელის ან ჰიდრავლიკური ამძრავით
- მინერალური სასუქებისა და მიკროგრანულების შემტანი მოწყობილობა
- წყლის მისაწოდებელი მოწყობილობა 200–300 ლ–ანი ავზით
- მიმტკეპნი ფარმფლექსის სისტემის რეზინის თვლები
- დანადგარი წვეთოვანი მორწყვის სისტემის გასაყვანად